მუნიციპალიტეტის პირველობა მინი ფეხბურთში

16 July, 2019

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე, 17 ივნისს, სტარტი აიღო მუნიციპალიტეტის პირველობამ მინი ფეხბურთში ორგანიზაციებს შორის, რომელშიც მონაწილეობდნენ ქალაქ საგარეჯოში არსებული 6 ორგანიზაცია: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია, "ბანკი "კრედო", სს. საქართველოს ბანკი, კახეთის ენერგო პრო ჯორჯია, შპს "ევროპა", შპს "გეოფიტი". ტურნირის ფინალი და დაჯილდოება 15 ივლისს, საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა, სადაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის გუნდი და შპს "გეოფიტი" შეხვდნენ ერთმანეთს. გულშემატკივრებს შორის იყვნენ: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი-გიორგი ერბოწონაშვილი და მისი მოადგილეები: ალექსი გილაშვილი და შოთა კაკაბაძე, საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი რომან მუჩიაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე-ოთარ ჩალათაშვილი და მისი მოადგილე ლელა მარიდაშვილი. ფინალურ შეხვედრას მოგვიანებით, როგორც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ფეხბურთის გუნდის წევრი, საგარეჯოს მერის მოადგილე - ალექსი გილაშვილი მეორე ტაიმში შეუერთდა. პირველ ადგილი შპს "გეოფიტი"-ს ხვდა წილად, მეორე ადგილზე საგარეჯოს მერიის გუნდი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი შპს "ევროპა"-მ დაიკავა. საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სახელით, ფულადი ჯილდო და სამახსოვრო პრიზები გადაეცათ.

 

 

Share page