საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში, ა(ა) იპ-ების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა

7 November, 2019

  

5 ნოემბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები-ალექსი გილაშვილი და შოთა კაკაბაძე 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის მიზნით ა(ა) იპ-ების ხელმძღვანელებსა და ბუღალტრებს შეხვდნენ. შეხვედრისას, წარმოდგენილი საჭიროებებისთვის გათვალისწინებული თანხები დაწვრილებით განიხილეს და პრიორიტეტები დასახეს, რაც მომდევნო წლის ბიუჯეტში აუცილებლად იქნება გათვალისწინებული.

Share page