საგარეჯოში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები დასრულდა

27 February, 2021

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით, მოსახლეობასთან შევედრების ციკლი დასრულდა.

ვერხვიანი, კაკაბეთი, ყანდაურა, პატარა და დიდი ჩაილური - ეს ის სოფლებია, სადაც მუნიციპალიტეტის მერმა - გიორგი ერბოწონაშვილმა , მისმა მოადგილე-ალექსი გილაშვილმა და საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე - ლელა მარიდაშვილმა აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ბოლო შეხვედრები გაიმართეს.

მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტებად გარე განათება, სანიაღვრე არხისა და სპორტული სივრცის მოწყობა დაასახელა, მათ მიერ გაჟღერებული საჭიროებები-კი ჩანიშნულია და თითოეულ მათგანის გადაჭრის გზებსა და ამოცანაზე მუშაობა დაწყებულია. ბატონმა გიორგი ერბოწონაშვილმა შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა საკითხს თავად გაუწევს მონიტორინგს, რათა საჭიროებები დროულად იქნას გადაჭრილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 5 თებერვლის #168 -ე განკარგულების თანახმად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 658 000 ლარი გამოეყო.

საგარეჯოს მერია მადლობას უხდის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს, გამოჩენილი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის!

სხვადასხვა ფორმატში, მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურდ გაგრძელდება...

 

 

 

Share page