წითელმა ჯვარმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტს ჰუმანიტარული ტვირთი გადასცა

27 February, 2021

სოციალური თანადგომის აქცია გრძელდება...

საგარეჯოში მცხოვრებ, 2020 წლის სტიქიით შედეგად დაზარალებული 164 ოჯახის დასახმარებლად, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ, მიმდინარე წლის 23 თებერვალს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას ჰუმანიტარული ტვირთი გადასცა, რომელიც მომდევნო კვირიდან დაზარალებულ ოჯახებს დაურიგდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება საგარეჯოს მუნიციპალიტეტს აქტიურად უდგას მხარში და მუდმივ მზადყოფნას გამოხატავს განსაკუთრებული გარემოებებისა და საჭიროებების დროს.

Share page