საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის წლიური ანგარიში

16 March, 2021

ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლების  შესრულება

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტში, რომელიც დამტკიცებული იქნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2019 წლის 27 დეკემბრის №18 დადგენილებით, 5-ჯერ მოხდა ცვლილებების შეტანა.

მუნიციპალიტეტის 2020 წლის დაზუსტებული ბიუჯეტის შემოსულობების     და ნაშთის ცვლილების გეგმა, აგრეთვე გადასახდელების გეგმა  განისაზღვრა 26503.357  ლარით, ანუ დამტკიცებულთან 14539.500 ლართან შედარებით 11963.857 ლარით (82 %) გაიზარდა,     საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში  განხორციელდა შემდეგი ცვლილებები: სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან საგარეჯოს მუნიციპალიტეტს გამოეყო 9334,990 ლარი, მ.შ.:  2020 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 6907,265 ლარი;  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 658,000 ლარი;  საჯარო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების და მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფისთვის 872,131 ლარი;   2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროექტების დასაფინანსებლად სოფელ მანავში მანავის ციხესთან მისასვლელი საავტომობილო გზის მოწყობისათვის  897,594 ათასი ლარი.

წინა წლის ნაშთიდან  დაემატა სულ 3398,667 ლარი, მ.შ. სახელმწიფო ფონდებიდან 1195,267 ლარი, საბიუჯეტო სახსრები ფონდების გარეშე 2203,400 ლარი. კორონავირუსის პანდემიით  გამოწვეული საგადასახადო შემოსავლების პროგნოზებისა და მუნიციპალიტეტის შემოსულობების სხვა წყაროების მოსალოდნელი შემცირების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მ/წლის 15 ივნისის №04-03/56928 წერილის გათვალისწინებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მ.წ. 31 ივლისის დადგენილება №10 -ით განხორციელდა 2020 წლის ბიუჯეტის კორექტირება, კერძოდ  შემცირდა დამატებული ღირებულების გადასახადი 1029,800 ლარით, საგარეჯოს   მუნიციპალიტეტის   2020 წლის ბიუჯეტის შემოსულობების  6 თვის შესრულებიდან გამომდინარე გაიზარდა სხვა შემოსავლები 110,000 ლარით და არაფინანსური აქტივების კლება ანუ საპრივატიზაციო მაჩვენებლები 150,000 ლარით, ხოლო  გადასახდელები საბიუჯეტო სახსრები ფონდების გარეშე შემცირდა 769,800 ლარით.  ნაშთი 2020 წლის დასაწყისისთვის შეადგენდა 3 425,156 ლარს, ხოლო წლის ბოლოს   10912,743 ლარს, მ.შ. 5388,970 ლარი არის ნამეტი შემოსავალი, აქედან 5046,273 ლარი არის შემოსულობა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების გაყიდვიდან, რომელიც განლაგებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიაზე და მუნიციპალიტეტის სახაზინო ანგარიშზე ჩაირიცხა 2020 წლის 25 დეკემბერს.

ბიუჯეტის ბალანსი საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით იხილეთ დანართებში:

Share page