მერის საახალწლო მილოცვა

2 January, 2022

ჩემო გარეჯელებო, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობიან საქართველოში ცხოვრებას, ხვავს, ბარაქას და ბედნიერ მომავალ 2022 წელს!

შემდეგი წელი ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის იქნება დაუღალავი შრომის, ოჯახების კეთილდღეობაზე ზრუნვის წელი, რათა შევძლოთ ჩვენი თანაქალაქელების უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა.

რომ, რაც შეიძლება ბევრი ღიმილიანი სახე და სიხარულით ანთებული თვალები გვხვდებოდეს ქუჩებში.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ მოკლე დროში, ფაქტობრივად რამდენიმე კვირაში ჩემი ინიციატივების, კეთილი საქმეებისა და წამოწყებების განხორციელების თანამონაწილე გახდა.

კიდევ და კიდევ მადლობა ამომრჩეველს, რომლებმაც საშუალება მომცეს - ჩემი მშობლიური მუნიციპალიტეტის კეთილდღეობაზე მეზრუნა.

ვიცი, რომ არაერთი პრობლემა და საჭიროება დგას დღეისათვის. აქტიურად ვმუშაობთ გადაჭრის გზებსა და მათ მოგვარებაზე.

ჩემი და ჩემი გუნდის მთავარი მიზანი - კმაყოფილი მოსახლეობაა. ამისთვის - კი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავამართლოთ იმედები და მოლოდინები.

წინასაახალწლო განწყობის შესაქმნელად მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ წლევანდელი წელი ყოფილიყო განსხვავებული და დასამახსოვრებელი...

ახალი ნაძვის ხით, განათებული და გაბრწყინებული ცენტრალური ქუჩებით ვხვდებით 2022 წელს...

დაე, ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ეს ახალი წელი ყოფილიყოს აღმშენებლობისა და კეთილდღეობის საწყისი წელი...

გილოცავთ, იხარეთ, იმრავლეთ და იდღეგრძელეთ!

ჩვენ, ერთად შევქმნით უკეთეს მომავალს!

პატივისცემით, ავთანდილ გულიკაშვილი

 

Share page