ჭაჭის ფესტივალი 2022
დღეს, კახეთში რეგიონული "ფესტივალი ჭაჭა" გაიმართა.
ადგილზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ დაეთვალიერებინათ ქ. თელავში, ერეკლე მეფის მოედანზე კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი შემოდგომის თემატური კუთხეები.
საფესტივალო გარემოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საპრეზენტაციო და სადეგუსტაციო სივრცე ამშვენებდა თავისი თემატური კუთხეებით, კახური მრავალხმიანი მუსიკით, გაცოცხლებული ლიტერატურული პერსონაჟებითა და ავთენტური კერძებით.
ღონისძიებისას მუნიციპალიუტეტის მიერ წარმოდგენილ გარეჯულ ეზოში მოსულ დამთვალიერებლებსა და ოფიციალურ სტუმრებს ბატონი ავთანდილ გულიკაშვილი უწევდა მასპინძლობას.
ფესტივალი „ჭაჭა“ დაფუძნდა 2018 წლის 3 ნოემბერს, საქართველოს კულტურის პალატის, ტურიზმის განვითარების ასოციაციის ინიციატივით, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით და მასში კახეთის რეგიონში შემავალი რვავე მუნიციპალიტეტის ფერმერები, გლეხები, მცირე მარნები და ჭაჭის მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობენ.
ფესტივალის მიზანია ყურძნის ჭაჭისგან დამზადებული არაყის, როგორც დაცული
რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნის პოპულარიზაცია, ჭაჭის მწარმოებელი ფერმერების, გლეხების, მცირე მარნებისა და კომპანიების წახალისება-ხელშეწყობა, მათ მიერ წარმოებული საუკეთესო ჭაჭის ნიმუშების გამოვლენის გზით.