საყოველთაო ჯანდაცვა

„საგარეჯოს  მუნიციპალიტეტის მოსახლეობის  სოციალური დახმარების პროგრამა.“

მუხლი 2. პროგრამის განხორციელების ვადა

პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

მუხლი 3. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 882000ლარს.

მუხლი 4. პროგრამის დაფინანსების წყარო

პროგრამის დაფინანსება ხორციელდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

მუხლი 5. სოციალური დახმარების სამიზნე ჯგუფები

 

1. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახის ერთჯერადი 300 ლარიანიდახმარება(პირველი და მეორე შვილი)დახმარებისმიმღებიოჯახი რეგისტრირებული უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 140000-მდე.

2.საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების ერთჯერადი 200 ლარიანი დახმარება,დახმარებისმიმღებიოჯახი რეგისტრირებული უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 140000-მდე.

3.საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მრავალშვილინი ოჯახების ერთჯერადი 400 ლარიანი დახმარება. რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი და ორი მაინც არის 18 წლამდე ასაკის. დახმარებისმიმღებიოჯახი რეგისტრირებული უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 140000-მდე.

4.სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული, ამბულატორიული მკურნალობის და  ოპერაციებისდაფინანსება, რომელთა სარეიტინგო ქულით140 000-მდეა, ჯგუფის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირების და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე პირების, 9 აპრილს დაზარალებული და დევნილი პირებისდაფინანსება ან თანადაფინანსება მოთხოვნილი თანხის 70 % -ით არაუმეტეს 1000 ლარისა, აღნიშული სამიზნე ჯგუფებისთვის 300 ლარამდე მოთხოვნილი თანხა დაფინასდება სრულად. ხოლო, 18 წლამდე ბავშვთა სამიზნე ჯგუფის პირთათვის 500 ლარამდე მოთხოვნილი თანხა დაფინასდება სრულად.

ასევე, სამედიცინოდამხმარესაშუალებებისდაფინანსდებაშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის,სოციალურადდაუცველიდაონკოლოგიურიპაციენტებისთვის.აღნიშული სამიზნე ჯგუფებისთვის 500 ლარამდე მოთხოვნილი თანხა დაფინასდება სრულად.

5.შეზღუდულიშესაძლებლობისმქონეპირთარეაბილიტაციისთანხისდაფინანსება 500 ლარით. დაუნისსინდრომისდააუტისტურისპექტრისაშლილობისმქონე 18 წლამდეასაკისბავშვთარეაბილიტაციისდაფინანსებასახელმწიფოპროგრამაშიჩართვამდე.სოციალურადდაუველოჯახისბავშვთასამკურნალორეაბილიტაციისდაფინანსება 200 ლარით.

 

6.ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება და ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების ქიმიოთერაპიის, ჰორმონოთერაპიის და ამ მკურნალობის შედეგად განვითარებული დაავადებების მკურნალობა. ასევე სხვა სიმსივნული დაავადების მქონე პირთა სამედიცინო დახმარება დაუფინანსებელი თანხის 50 % ით.ონკოლოგიურ ავადმყოფს დახმარება გაეწევა სტაციონალური, ამბულატორიული და ოპერაციული მკურნალობისთვის. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაუფინანსებელი თანხის 70 % ით. (ლიმიტის ამოწურვამდე)ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების ქიმიოთერაპიის 500 ლარამდე მოთხოვნილი თანხა ასევე დაფინანსდება სრულად და ლიმიტის ამოწურვამდე.

 

7. ონკოლოგიურიდაავადებისმქონეპაციენტთამედიკამენტებითდახმარება. 500 ლარამდე თანხით.

სოციალურადდაუცველ140 000 ათას ქულის მქონე მოქალაქეთამედიკამენტებითდახმარება.შშმ. პირთამედიკამენტებითდახმარება.ვეტერანთამედიკამენტებითდახმარება.ეპილეფსიითდაავადებულპირთამედიკამენტებითდახმარება.ასევე500 ლარამდე თანხით.

ფენილკეტონურიითანსხვა იშვაითიდაავადებისმქონეპირთამედიკამენტებითდასპეციალიზირებულისაკვებიდანამატებითდახმარება. 500 ლარამდე თანხით ლიმიტის ამოწურვამდე. 18 წლამდე დიაბეტით დაავადებულ პირთა შაქრის საზომი აპარატის ჩხირების დაფინანსება.არაუმეტეს  80 ლარისა. (საჭიროების მიხედვით)

კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი და სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთ წლამდე ასაკის ბავშვთა კვების დაფინანსება სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე.

სოციალურად დაუცველი ოჯახების (სარეიტინგო ქულა 100 000 მდე) მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო ერთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიცოცხლეს და ნორმალურად განვითარებას ემუქრება საფრთხე რის გამოც აღნიშნული კონტიგენტის ბავშვთა კვების დაფინანსება მოხდება ყოველთვიურად საჭიროების მიხედვით არაუმეტეს 100 ლარისა.

8.სოციალურად დაუცველ, შშმ პირთა, ვეტერანთა, 9 აპრილის დაზარალებულთა და ონკოლოგიური ავადმყოფთა კვლევების დაფინანსება. სოციალურად დაუცველი ოჯახების, რომელთა სარეიტინგო ქულა  140 000-მდეა სამედიცინო დიაგნოსტიკური, ლაბორატორიული, კომპიუტერული ტომოგრაფიის, კორონაროგრაფიის და ბირთვულ მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევების დაფინანსება და სხვა. ქვეპროგრამაითვალისწინებისთანხის 50% ით დაფინანსებას არაუმეტეს 500 ლარისა. C ჰეპატიტიისელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა დახმარება. თანხის 50% ით დაფინანსებას არაუმეტეს 500 ლარისა. ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირების დაფინასება ლიმიტის ამოწურვამდე 600 ლარამდე თანხით.

9შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ბავშვთა  დახმარება,სოციალური დაცვა. დახმარების გაცემა მოხდება 50 ლარის ოდენობთ წლის განმავლობაში 6-ჯერ.

10. უდედმამო 18 წლამდე  ბავშვთა ყოვეთვიური დახმარება, სოციალური დაცვა.  დახმარების გაცემა მოხდება 100 ლარის ოდენობით მთელი წლის განმავლობაში.

11. უპატრონომიცვალებულების, რომელთაცარჰყავთარცერთირიგისმემკვიდრე, ლტოლვილი, არაიდენთიფიცირებულიდასოციალურადდაუცველიპირის (სარეიტინგოქულით 70000-მდე) დაკრძალვისხარჯები. დახმარებაგაიცემა 300 ლარისოდენობით.

12. საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში მონაწილე ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები, დახმარება გაიცმა300 ლარის ოდენობით.

13.საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა ოჯახის დახმარება თვითოეულ ოჯახზე 500 ლარი.

14. დიდი სამამულო ომის ვეტერანების სადღესასწაულო და სარიტუალო ხარჯებით დახმარება. 100 ლარი ფულადი საჩუქარი სადღესასწაულოდ, 250 ლარი დაკრძალვის სარუტუალო ხარჯისთვის.

15. ა(ა)იპ „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის „სათნოების სახლის“  უფასო სასადილოების დაფინანსება.

16.სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მოხმარებული ელექტოენერგიის  ან გაზის ღირებულების დაფარვა.ოჯახი რეგისტრირებული უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 100000-მდე. (დახმარების მისაღებად მოქალაქე განცხადებით მომართვის დროს ირჩევს დახმარების ტიპს)

ელექტროენერგიის ან გაზის გადასახადის დაფინანსება:                                                                                                              ).მარჩენალდაკარგული ოჯახის დახმარება, სადაც არის 18 წლამდე ასაკის ბავშვი, ელექტროენერგიის ან გაზის გადასახადის დაფინანსების მიზნით – 1 ბავშვზე 10 ლარის ოდენობით, ხოლო 2 და მეტ ბავშვზე 15 ლარის ოდენობით;                                                                                                                                                                                                                                       .  მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი, ელექტროენერგიის ან გაზის გადასახადის დაფინანსების მიზნით – 1 ბავშვზე 10 ლარის ოდენობით, ხოლო 2 და მეტ ბავშვზე 15 ლარის ოდენობით;                                                                                                                            გ.შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წელამდე ასაკის) და მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახების დახმარება ელექტროენერგიის ან გაზის გადასახადის დაფინანსების მიზნით – თვეში 10 ლარის ოდენობით;                                                                                                                                                                                                                                             .საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში მონაწილე შშმ პირების - თვეში 10 ლარის ოდენობით                                                                                                                                                                                                                                     .რეინტეგრირებულ ბავშვთა ოჯახები - 10 ლარის ოდენობით                                                                                                                                                                           6. სოციალურად დაუცველი ოჯახების (სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდე) თვეში 10 ლარის ოდენობით.

17.სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ დედით ან მამით ობოლ, სოციალურად დაუცველ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე შვილთა და შეზღუდული შესაძლებლბის სტატუსის მქონე სტუდნეტებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის რომელთაც ჰყავთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მშობელი ან მშობლები და ოჯახი რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში უმაღლეს საგამანათლებლო სასწავლებელში სწავლის საფასურის  თანადაფინანსება  500 ლარის ოდენობით.

18. სოციალურად დაუცველი ოჯახების გათბობის ხარჯით უზრუნველყოფა 50 ლარის ოდენობით, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების დაფინასება გამონაკლისისი სახით 100 ლარის ოდენობით.

19.95წელეს  გადაცილებული მოხუცებისათვის საჩუქრი -200 ლარის ოდენობით.

20. ჰემო-დიალიზზე მყოფ მოქალაქეთა სოციალური დაცვა.ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პაციენტების, ადრეული განვითარების შეფერხების მქონე და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა რეაბილიაცია-აბილიტაციისთვის ტრანსპორტის ხარჯის თანადაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია ამ პირის საცხოვრებელი ადგილიდან სამედიცინო პუნქტამდე არსებულ მანძილზე და განისაზღვრება ყოველთვიურად: სამედიცინო მომსახურეობის მისაღებად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილების შემთხვევაში 20-50 ლარის ოდენობით, ხოლო მუნიციპალიტეტის გარეთ სამედიცინო მომსახურების მისაღებად 50-100 ლარის ოდენობით.

21. სტიქიით ან სხვა განსაკუთრებული შემთვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმინის ადამიანის სიცოცხლეს ასევე, საცხოვრებლით უზრუნველყოფა მარტოხელა სტატუსისი მქონე პირთათვის და ძალადობის ან ტრეფიკინგის მხვერპლთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა. ბინის ქირის უზრუნველყოფა ოჯახებისთვის რომელთაც ჰყავთ ორი ან ორზე მეტი შშმ პირი. დახმარება განისაზღვრება თვითოეულ კატეგორიაზე 105.27 ლარით. ქირით უზრუნველყოფა მარტოხელა სტატუსისი მქონე პირთათვის და ძალადობის ან ტრეფიკინგის მხვერპლთათვის გაიცემა ექვსი თვის განმავლობაში.

22.სოფელი უდაბნოდან ქალაქ საგარეჯოში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ტრანსპორტირება კვირაში ორჯერ მთელი წლის განმავლობაში.(დაფინანსება მოხდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად).

23 სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სააღდგომო-საახალწლო ამანათების გადაცემა.

24.ხანდაზმულთა სოციალური ცენტრი ოფისი. ( წითელი ჯვარი)

25.საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინდივიდუალური სახლების მშენებლობის სოციალური პროგრამა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინდივიდუალური სახლების მშენებლობის სოციალური პროგრამა გამიზნულია უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისთვის.

26.სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი  ოჯახებისთვის საყოფახოვრებო ტექნიკის შეძენა.ერთ ოჯახზე არაუმეტეს 500 ლარისა.

27.ტექნიკუმის შენობაში მცხოვრები ეტლით მოსარგებლე შშმ პირისთვის პანდუსის მოწყობა.მერიის ბალანსზე არსებული შენობა თავშესაფრების დაროებით სარგებლობაში გადახემული ფართებში მცხოვრები პირებისთვის მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა.

მუხლი  6. სამედიცინო მომსახურების დაფინასების წესი:

ა) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრიტრებული ოჯახი რომელიც განიცდის ეკონომიურ ან სხვა ყოფითი გარემოებით გამოწვეულ გაჭირვებას ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებს და არ მიეკუთვნება  გაცემის წესით განსაზღვრულ არც ერთ კატეგორიას და ესჭიროება სასწრაფო ან გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების  დაფინანსება ან თანადაფინანსება, ან/და პროგრამის სხვა მუხლით გათვალისწინებული დახმარება, განცხადებას განიხილავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი. მერის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შემსწავლელი სამუშო ჯგუფის დასკვისსაფუძველზე, შესაძლებელია გამონაკლისისი სახით დახმარება გაეწიოს პირს, პროგრამით გათვალისწიებული ვადის და წესის შესაბამისად.

ბ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქულა მინიჭებული უნდა იყოს 2018-2019 წელს. (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, თუ 18 წლამდე ბავშვინი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოში 2016 წლიდან და ათ ლარიანი დახმარების მიმღებია.)

დახმარება გაეწევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს ან/და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში  ფაქტობრივად მცხოვრებ და სოციალურად დაუცვლი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ მოსახლებას.

სამედიცინო მომსახურება არ დაფინასდება თუ:

ა) მოქალაქე ჩართულია კერძო სადაზღვეო სისტემაში, (გარდა ონკოლოგიური პაციენტებისა, და 0-დან 18 წლის ასაკის ბავშვებისა)

ბ) თუ მოქალაქე გამოთქვამს სურვილს სამედიცინო მომსახურება მიიღოს ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც ჩართული არ არის სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამაში.

გ)საზღვარგარეთ მკურნალობა, (გარდა ონკოლოგიისა და 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანისა) სქესობრივი გზით გადამდები დაავადება, უშვილობის მკურნალობა და სხვა.

დ)ესთეტიკური ქირურგია, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული, სანატორიულ -კურორტული, სტომატოლოგიური მკურნალობა.

ე)უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურება გარდა გადაუდებელი შემთვევისა.

ანმოქალაქის მხრიდან უკვე ანაზღაურებულიათანხა.

ანაზღაურდება გამონაკლისიშემთვევა თუ პაციენტი საავადმყოფოში მოთავსებული იქნა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მიერ და საავადმყოფოს დატოვებს ანაზღაურების გარეშე საავადმყოფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

 ვ)თუ მოქალაქე არ მიეკუთვნება  გაცემის წესით განსაზღვრულ არც ერთ კატეგორიას და მისი გადასახდელი თანხა არ აღემატება 300 ლარს, განცხადება განხილვას არ დაექვემდებარება.

ზ) არ დაფინანსდება ფიზიოლოგიური მშობიარობის ან საკეისრო კვეთის თანხა, თუ წარმოდგენილ კალკულაციაში მოთხოვნილი იქნება ექიმის აყვანის, პალატის არჩევის ან გაუტკივარების ღირებულება.

 

Share page