გარე ვაჭრობის რეგულირების წესი

            საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 

            დადგენილება №40

2018 წლის 29 ივნისი ქ. საგარეჯო

 

 

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე და

„სუნელებისა და სანელებლების წარმოებასთან, გადამუშავებასა და ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით რისკის მართვის დროებითი ზომების მიღების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7  თებერვლის №73 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის  შესაბამისად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 

 

 

 

 

 

მუხლი 1

დამტკიცდეს    საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე   გარე   ვაჭრობის   რეგულირების   წესი

დანართის შესაბამისად.

 

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                  ოთარ ჩალათაშვილი

 

 

 

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი

 

დანართი

 

 

 

 

მუხლი 1. რეგულირების სფერო

წინამდებარე წესი არეგულირებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობისთვის

ტერიტორიის  განსაზღვრის, ასევე,  საზოგადოებრივ სივრცეებში  გარე  ვაჭრობისთვის  განკუთვნილი

საქონლის განთავსებისა და ტერიტორიის მოწყობის წესებს.

 

მუხლი 2.  ტერმინთა განმარტება

 

ა)  გარე  ვაჭრობა  –  საქონლის  რეალიზაცია/მომსახურების  გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში,  მათ შორის ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა), არ ატარებს მუდმივ ხასიათს და არ გააჩნია მკაფიოდ გამოხატული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა;

 

ბ) სეზონური გარე ვაჭრობა – ისეთი ნივთით/საქონლით  ან მომსახურებით გარე ვაჭრობა, რომელიც სპეციფიკურია წლის კონკრეტული დროის მონაკვეთისთვის;

 

გ) სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში გარე ვაჭრობა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეებში, ასევე ტრადიციით დამკვიდრებულ სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში ბაზრობა-გამოფენებისთვის ნივთით/საქონლით ან მომსახურებით გარე ვაჭრობა;

 

დ) ნივთი – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად განსაზღვრული  ნივთი;

 

ე) საზოგადოებრივი სივრცე – სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ტერიტორია, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში მდებარე ქუჩა, მოედანი, სკვერი, პარკი, ბულვარი, ბაღი, ბუნებრივი და ხელოვნური ლანდშაფტი და სხვა მსგავსი ტიპის სივრცეები.

 

მუხლი 3. გარე ვაჭრობის რეგულირების მიზანი

 

1. წინამდებარე წესის მიზანია:

 

ა) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის იერსახის დაცვა; ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

გ) ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილების შეზღუდვის თავიდან აცილება;

 

დ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სურსათის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვა;

 

ე) საოჯახო წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციისათვის  ხელშეწყობა.

 

2.  ხორცპროდუქტებით  გარე  ვაჭრობა  უნდა  გამორიცხავდეს  ცხოველისადმი  სასტიკ  მოპყრობას  ან ასეთი   მოპყრობის   წახალისებას.   დაუშვებელია   ცხოველის   ნაწილების   ისეთი   დემონსტრირება, რომელიც შეიცავს სისასტიკის ნიშნებს ან არ ითვალისწინებს მისთვის თვალის არიდების შესაძლებლობას.

 

მუხლი 4. გარე ვაჭრობა

 

საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში, მათ შორის ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც  მიწასთან მყარად  არ  არის დაკავშირებული და არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ  ნაწილს  (ჯიხური, მაცივარი,  სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა), არ ატარებს მუდმივ ხასიათს და არ გააჩნია მკაფიოდ გამოხატული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა.

 

მუხლი 5. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა

 

1. გარე ვაჭრობა და ბაზრობების მოწყობა დასაშვებია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე,  შემდეგი ქუჩების გარდა:

 

ა) ქ. საგარეჯოში – დავით აღმაშენებლის, რუსთაველის, ერეკლე II-ის, ლესელიძის, ლეონიძის, ჯაფარიძის, ალაზნის, ჭავჭავაძის, ფიროსმანის, ჭიაურელის, ქ. წამებულის, დოდაშვილის, კოსტავას, მარჯანიშვილის ქუჩებზე. ასევე, თამარ მეფის ქუჩაზე, გარდა ბაზრის და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიისა;

 

ბ) რელიგიურ-კულტურული მნიშვნელობის ძეგლებთან, სასწავლო-სააღმზრდელო და მუნიციპალური დანიშნულების შენობა-ნაგებობებთან 20 მეტრიან რადიუსში;

 

2.  სეზონური გარე  ვაჭრობა  დაიშვება  მუნიციპალიტეტის  მთელ  ტერიტორიაზე,  გარდა  ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ადგილებში;

 

3.  სადღესასწაულო  და  წინასადღესასწაულო  დღეებში  გარე  ვაჭრობა  დაიშვება  მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.

 

შენიშვნა:  სახელმწიფოს  კუთვნილ  ტერიტორიაზე  გარე  ვაჭრობა  დასაშვებია  სსიპ  –  სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან  შეთანხმებით.

 

მუხლი 6. გარე ვაჭრობის ორგანიზება

 

1. გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი ადგილები უნდა მოეწყოს ისე, რომ არ ამახინჯებდეს მუნიციპალიტეტის იერსახეს (კონკრეტული დასახლების ქალაქი/სოფელი ქუჩის ისტორიულ- კულტურული იერსახე, შენობათა ფასადები, შეფერილობა და სხვა) და არ აფერხებდეს ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას.

 

2.   საერთაშორისო   და  შიდასახელმწიფოებრივი  მნიშვნელობის   გზებზე  გარე   ვაჭრობის   საკითხი წინასწარ უნდა იქნეს შეთანხმებული სსიპ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან.

 

3.  გარე ვაჭრობა უნდა განხორციელდეს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით.

 

4. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებას საჭიროებს გარე ვაჭრობის მიზნით, საზოგადოებრივ ადგილებში სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში ბაზრობა- გამოფენებისთვის   საჭირო   დროებითი,   მიწასთან   მყარად   დაკავშირებული   შენობა-ნაგებობების მოწყობა.

 

5.  დაუშვებელია  მალფუჭებადი  საკვები  პროდუქტებით  გარე  ვაჭრობა  სათანადო და სანიტარიულ- ჰიგიენური პირობების დაცვის გარეშე.

 

6. დაუშვებელია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სუნელებითა და სანელებლებით გარე ვაჭრობა.

 

მუხლი 7. გარე ვაჭრობის წესის დარღვევა

 

1. შესაბამისი ნებართვის გარეშე გარე ვაჭრობას წარმოადგენს, წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული წესის მე-6 მუხლის მოთხოვნების დარღვევა, აგრეთვე  გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილების გარდა გარე ვაჭრობის განხორციელება სხვა ტერიტორიაზე.

 

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედება გამოიწვევს ფიზიკური ან/და იურიდიული პირის დაჯარიმებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის

1533  მუხლის შესაბამისად.

 

მუხლი 8. გარე ვაჭრობის კონტროლი

 

დადგენილების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახური და ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახური.

Share page