1 ივნისი-ბავშვთა დაცვის დღე

2 ივნისი, 2021

დღეს, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საგარეჯოს მერიის მხარდაჭერით და კულტურის ობიექტების გაერთიანების ორგანიზებით, გამართულ ღია კონცერტზე და საიუბილეო გამოფენაზე, რომელიც თოჯინების თეატრის 65 წლისთავს მიეძღვნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი-გიორგი ერბოწონაშვილი დაესწრო. გამოფენაზე წარმოდგენილი ხელნაკეთი თოჯინები დაათვალიერა და ავტორებს მადლობა გადაუხადა შემოქმედებითი ღვაწლისთვის.

თამარ იორამაშვილი, მარინა შიოშვილი, მიხეილ ხოკერაშვილი და ირაკლი ლიპარტელიანი - სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა გამოფენაზე წარმოდგენილი მრავალფეროვანი, საინტერესო და მხატვრული ნიმუშების შექმნა. გამოფენა 6 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება შემოქმედებითი ნიმუშების გაცნობის.

საზეიმო ღონისძიება, რომელიც ახალგაზრდულ სკვერში გაიმართა, ანსამბლმა "მი-რე-ლა" -მ გახსნა მარინა ურდულაშვილის ხელმძღვანელობით.

მოწვეულმა ანიმატორებმა სხვადასხვა გასართობი ნომერი წარმოადგინეს და ბავშვებს კიდევ უფრო გაულამაზეს დღევანდელი დღე.

გააზიარე