12 მაისი- ექთნების საერთაშორისო დღეა

12 May, 2021

12 მაისი ექთნების საერთაშორისო დღეა.

ყველა მოქმედ და ყოფილ ექთანს ვულოცავთ პროფესიულ დღეს!

საქმე, რომელიც უდიდეს შრომას, სიზუსტეს, პასუხისმგებლობასა და ძალისხმევას საჭიროებს.

მადლობა თავდადებისთვის, გმირობისთვის, ნებისყოფისთვის!

წარმოგიდგენთ რუბრიკას -  "გარეჯული პორტრეტები"

 გაიცანით, ქალბატონი ცეზარ ფხალაძე - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი დამსახურებული მედდა, რომელმაც 40 წელი გაატარა საგარეჯოს რაიონული საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილებაში...

დაიბადა 1942 წელს სოფელ ყანდაურაში, სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის პირველ სამედიცინო სასწავლებელში.

სამწლიანი კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, 1960 წელს მუშაობა დაიწყო საგარეჯოს რაიონული საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილებაში ექთნად. მას შემდეგ 2000 წლამდე ერთგულად და დაუღალავად ემსახურა საყვარელ საქმეს.

საგარეჯოს სახალხო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ერთ-ერთი შერჩევის დროს ქალბატონი ცეზარი ეკატერინე ჭავჭავაძის როლზე დაამტკიცა. მან შესანიშნავად მოირგო ეს როლი და 2 წლის მანძილზე მოუწია სცენაზე დგომა. თუმცა მიუხედავად არაერთი შემოთავაზებისა, საბოლოო არჩევანი ძირითად პროფესიაზე გააკეთა და მედდის მუდმივი როლი აირჩია.

ასე, მომავალი თაობის ჯანმრთელობის სადარაჯოზე რამდენიმე ათეული წელი, თეთრ ხალათში...

ახლა უკვე ბებია და დიდი ოჯახის დიასახლისი...

მადლობა სამსახურისთვის!

გააზიარე