18 ივლისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში “ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებელი მიწის მდგრადი მართვის გზით მოწყვლადი თემებისათვის საქართველოში“ პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

19 ივლისი, 2019

18 ივლისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში “ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებელი მიწის მდგრადი მართვის გზით მოწყვლადი თემებისათვის საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებსა და პროექტის სამუშაო ჯგუფს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი იყო მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიღწევის სამუშაო ჯგუფის შექმნა. შეხვედრას ქ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღნიშნული პროექტს აფინანსებს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF) და ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და განმახორციელებელი სააგენტო გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UN Environment) და აღმასრულებელი ორგანიზაცია კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი (REC Caucasus) ცენტრია.
პროექტის ფარგლებში იგეგმება მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის ეროვნული მიზნის მისაღწევად ხელსაყრელი გარემოს შექმნა მუნიციპალურ დონეზე.
შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობასა და ერთობლივად მუშაობაზე საპილოტე ღონისძიებების დასაგეგმად დეგრადირებულ ტერიტორიაზე. ღონისძიებები უკავშირდება მიწის მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვას დაცოდნის და შესაძლებლობების გაძლიერებას.

გააზიარე