2015 წლის 2 სექტემბრის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა [ვიდეო]

13 აგვისტო, 2016

2 სექტემბერს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა. საკრებულოს სხდომაზე წარმოდგენილი სახით დღის წესრიგის დამტკიცებას მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრე საკრებულოს ყველა წევრმა. სხდომაზე მოისმინეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის №55 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2015 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე. აღნიშნულ საკითხზე აზრი გამოთქვა გიორგი ძამუნაშვილმა იმის თაობაზე, რომ შეიძლებოდა თუ არა აქამდე გამოყოფილი თანხით შესრულებულიყო სამუშაო, რომლისთვისაც წარმოდგენილ პროექტში ვამატებთ თანხას. სხდომაზე დიმიტრი ზაქაიძემ აღნიშნა, რომ გარემოს დაცვის ღონისძიებებისათვის თანხის მოკლება არ უნდა იყოს საუკეთესო გამოსავალი. საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს ოპერატიულად, რათა სასწავლო წლის დაწყებამდე მოხდეს სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება. წარმოდგენილი პროექტის დამტკიცებას მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრე საკრებულოს ყველა წევრმა.
 

გააზიარე