25 თებერვალი – საბჭოთა ოკუპაციის დღე საგარეჯოში

25 თებერვალი, 2018

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო დროშა დაშვებულია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მდებარე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, საქართველოს დროშა დაეშვა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის შენობაზეც. სახელმწიფო დროშები ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების საფუძველზე დაეშვა, რომლის მიხედვითაც 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოცხადდა. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.

გააზიარე