8 აგვისტოს ომის გმირების მემორიალი ადგილობრივმა ხელისუფლებამ თაიგულებით შეამკო

10 აგვისტო, 2020

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა - გიორგი ერბოწონაშვილმა, მაჟორიტარ დეპუტატ-რომან მუჩიაშვილთან, საკრებულოს თავჯდომარე - ოთარ ჩალათაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალები თაიგულებით შეამკო და პატივი მიაგო აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

8 აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა... საქართველოში, რუსული ინტერვენციის შედეგად, საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე, ხოლო 1 747 - დაიჭრა. დაღუპულთა შორის იყვნენ ჩვენი გმირი თანამემამულეები - გიორგი კირაკოზაშვილი და რევაზ მამისაშვილი. მათი საფლავები დღეს, ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა თაიგულებით შეამკეს და ოჯახის წევრების წინაშე, მადლიერება და თანადგომა კიდევ ერთხელ გამოხატეს.

#ჩვენგვახსოვს

#დიდებაგმირებს

გააზიარე