„ადამიანის განვითარების და კულტურის საერთაშორისო სკოლის წარმომადგენლები ავთანდილ გულიკაშვილს შეხვდნენ

27 დეკემბერი, 2021

დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიასა და ა(ა)იპ „ადამიანის განვითარების და კულტურის საერთაშორისო სკოლა“ -ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერთან-ავთანდილ გულიკაშვილთან, ტურიზმის განვითარების, საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების უფროს ქეთევან გრატიაშვილთან, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელ არჩილ ჯაბადართან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიიზანი 2022 წლის სტრერატეგიის განსაზღვრა იყო, მხარეებმა ისაუბრეს საერთო მიზნებზე, რათა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოხდეს მძლავრი კულტურულ-საგანმანათლებლო კერის შექმნა/პოპულარიზაცია. ახალგაზრდების გადამზადება და არაფორმალური განათლების ხელშეწყობა. მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობა სოფელ კაკაბეთში არსებულ სკოლის ბაზაზე განხორციელებულ სხვადასხვა აქტივობებსა თუ ტრენინგებში. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარება და კულტურის პოპულარიზაცია. მუნიციპალიტეტისთვის აქტუალურ საკითხებზე ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება.

მხარეებმა ასევე განიხილეს ქალაქ საგარეჯოს პოზიციონირება საერთაშორისო დონეზე და ბრენდირება, რაც ხელს შეუწყობს მდგრადი ტურიზმის განვითარებას და ახლგაზრდული აქტივის ჩართულობას კულტურული, არაფორმალური განათლებისა და ხელოვნების მიმართულებებით.

გარდა ამისა, დაიგეგმა საერთაშორისო ურთიერთოებების გაღრმავება გამოცდილების გაზიარების მიზნით.

- ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების გააქტიურება, არაფორმალური განათლების კუთხით საჭირო და შესაბამისი გარემოის შექმნა, რათა მოვახდინოთ მათი ჩართულობა და მაქსიმალური ხელშეწყობა.

- განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა.

გააზიარე