აზერბაიჯანულენოვან სოფლებში სარწყავი არხები იწმინდება

14 ივნისი, 2018

უკვე მესამე კვირაა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია აზერბაიჯანულენოვან სოფლებში მასშტაბურ პროექტს ახორციელებს: აღსანიშნავია, რომ 30 წელზე მეტია, შრომისმოყვარე მოსახლეობას გაუწმენდავი სარწყავი არხები სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ერბოწონაშვილმა შპს „საგარეჯოს“ დაავალა, ყველა აზერბაიჯანულენოვან სოფელში გაწმინდოს სარწყავი არხები. 
სამუშაოები 24 მაისს დაიწყო. ამ დროისთვის, შპს „საგარეჯოს“ სპეც.ტექნიკამ უკვე მოასწრო სოფელ თულარში არსებული არხების გაწმენდა და ორიოდე დღეში სოფელ დუზაგრამაშიც დაამთავრებს მუშაობას.
გიორგი ერბოწონაშვილის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით გაიწმინდება სარწყავი არხები და მოსახლეობა შეუფერხებლად შეძლებს კუთვნილი მიწის ნაკვეთების მორწყვას.

 

გააზიარე