დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ევროპული მემკვიდრეობის განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფ 7 ძეგლს შორის მოხვდა.

19 მარტი, 2018

2018 წლის განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის ფინალისტები კულტურული მემკვიდრეობის წამყვანმა ევროპულმა ორგანიზაცია ევროპა ნოსტრამ და ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტმა დაასახელა. დავით გარეჯთან ერთად, 7 ფინალისტს შორის მოხვდა.

ფინალურ ნუსხაში შეტანით, საერთაშორისო საზოგადოებამ დავით გარეჯის კომპლექსის გამორჩეული ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა აღიარა. 
შეგახსენებთ, რომ ძეგლი, 2017 წლიდან, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ეროვნულ წინასწარულ ნუსხაში ირიცხება.

„განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამა“ მიზნად ისახავს მოახდინოს ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე ძალთა მობილიზაცია, განსაკუთრებული მნიშვნელობის ძეგლებზე სარეაბილიტაციო ქმედებების დასაჩქარებლად. ევროპა ნოსტრა უზრუნველყოფს შერჩეული 7 ძეგლისთვის, ადგილზე, ვიზიტის საფუძველზე, დეტალური საექსპერტო რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას. ნომინაცია, ასევე იძლევა უნიკალურ საშუალებას ევროპისა და საერთაშორისო მასშტაბით ფონდების მოძიებისათვის, როგორც კერძო, ასევე, საჯარო დაფინანსების წყაროების გამოყენებით.

გააზიარე