დღეს, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

12 სექტემბერი, 2019

დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან საანგარიშო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე -შოთა კაკაბძე, მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების თანამშრომელი-ივანე ფანოზიშვილი და მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში- სოფ. ნინოწმინდიდან, გიორგიწმინდიდან, დუზაგრამიდან, იორმუღანლოდან, თულარიდან და ლამბალოდან.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების მხარდაჭერით, მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ წყალმომხმარებელთა განვითარების ხელშეწყობის ჯგუფმა, შპს „საქართველოს მელიორაციის“ სერვის ცენტრის წარმომადგენლებთან მჭიდრო კოოპერაციის ფარგლებში, დაასრულა პროექტით გათვალისწინებული ქვემო სამგორის საირიგაციო სისტემის (მარჯვენა მაგისტრალური არხის) მომსახურების ტერიტორიაზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ფერმერთა საინიციატივო ჯგუფებთან შეხვედრების მორიგი რაუნდი, რომელიც მოიცავს -წყალმომხმარებლების ჯუფების/საბჭოებისა და საპროექტო ორგანიზაციის-მსოფლიო ბანკის პროექტის ჯგუფის და შპს „საქართველოს მელიორაციის “წარმომადგენლებთან ერთად ადგილებზე ტექნიკური პრობლემების ერთობლივ იდენტიფიცირებას, მათი მხრიდან ტექნიკური საკითხების წარმოდგენას და განხილვას, რათა საპროექტო ორგანიზაციის მიერ შიდა-სამეურნეო ქსელების დეტალური პროექტის მომზადებისას მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული (ლოგიკური ტექნიკური გადაწყვეტილებების შესაძლებლობის ფარგლებში) ფერმერების/წყალმომხმარებლების ინტერესები.

გააზიარე