ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირებისა და სოციალური დახმარების აქცია გრძელდება

8 იანვარი, 2021

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ამჯერად კახეთის რეგიონს ესტუმრა. სოფელ ლამბალოს, იორმუღანლოსა და გიორგიწმინდას ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრმა ობოლ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადასცა.

აღნიშნული დახმარების აქცია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით და ორგანიზებით, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში: კახეთში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

ასევე, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, კახეთის, ქვემო-ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალური ცენტრებიდან დაშორებულ, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში, სადაც ინფორმაციაზე წვდომა შეზღუდულია, ეთნიკური უმცირესობებისთვის მშობლიურ ენებზე მიმდინარეობს ინფორმირების კამპანია, კორონავირუსთან დაკავშირებული ხშირად დასმული შეკითხვებისა და შეზღუდვების შესახებ.

თეა ახვლედიანი საგარეჯოს სოფლებში კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან, ირაკლი შიოშვილთან და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ალექსი გილაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

გააზიარე