გიორგი ერბოწონაშვილმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წელი მიულოცა

16 სექტემბერი, 2019

მინდა ახალი სასწავლო წლის დაწყება მივულოცო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ყველა მოსწავლეს და სრულიად საქართველოს მომავალ თაობას!
მე ვისურვებდი, რომ ცხოვრების ეს მნიშვნელოვანი ეტაპი - წარმატებით გაგევლოთ, ყველა სიძნელე გადაგელახოთ და საამაყო და ღირსეულ მამულიშვილებად აღზრდილიყავით!
მომავალი თქვენია, თქვენშია თავისუფლება და იმედი!
მე მჯერა და მწამს, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში ხვალ, 16 სექტემბერს- წარმატების და სიკეთის ზარი გაიჟღერებს! ზარი, რომელიც იქნება დასაწყისი კიდევ ერთი ლამაზი და ბედნიერი სასწავლო წლის!
წელს, 12 საჯარო სკოლა განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება მოსწავლეებს. მოხარული ვარ და ბედნიერი, რომ ამის შესაძლებლობა მოგვეცა. მე და ჩემი გუნდი კვლავ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ყველა სკოლა კეთილმოვაწყოთ და კომფორტული პირობები შევუქმნათ ჩვენს მოსწავლეებს!
გილოცავთ კიდევ ერთხელ და გისურვებთ წარმატებას!
განათლებული მომავალი ჩვენი სიამაყეა!
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი-#გიორგი #ერბოწონაშვილი

გააზიარე