ქ. საგარეჯოში მდებარე სტიქიური ხევის - „თვალთხევი“-ს დაგროვილი ჭარბი, ინერტული ნატანისგან გაწმენდითი სამუშაოები

15 სექტემბერი, 2021

გაცნობებთ, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია გეგმავს ქ. საგარეჯოში მდებარე სტიქიური ხევის - „თვალთხევი“-ს დაგროვილი ჭარბი, ინერტული ნატანისგან გაწმენდითი სამუშაოების წარმოებას. გაწმენდითი სამუშაოები იწარმოებს სისტემატიურად, შესაბამის კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის განმავლობაში, ხოლო სამუშაოების ფარგლებში კომპანიას ექნება შესაძლებლობა აუქციონის გარეშე, პირდაპირი წესით მოახდინოს სასარგებლო წიაღისეულის ამოღება, რომლზეც დადგენილი იქნება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი.

საჭიროების შემთხვევაში, სამუშაოები იწარმოებს სხვადასხვა კომპანიებთან („სოკარ ჯორჯია გაზი“, „საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი“, „სილქნეტი“, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“) წინასწარი შეტყობინებით და მათ მიერ დადგენილი უსაფრთხოების პირობების დაცვით.

დაინტერესებულ კომპანიებს გთხოვთ 2021 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით წარმოადგინოთ განაცხადები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიის საშუალებით (მის: ქ. საგარეჯო, დ. აღმაშენებლის #9).

გააზიარე