ქალაქ საგარეჯოს სტადიონის ტრიბუნების მოწყობა და გასახდელების მშენებლობა მიმდინარეობს
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 23 მაისს საგარეჯოს ცენტრალური საფეხბურთო სტადიონი ექსპლუატაციაში შევიდა და დღემდე რამდენიმე ოფიციალური შეხვედრაც გაიმართა. თუმცა, სტადიონის ინფრასტრუქტურა რეაბილიტაციას საჭიროებდა.
ბოლო პერიოდში აქტიურად ხორციელდება სტადიონის გასახდელისა და ტრიბუნების აღდგენა. სამუშაოებს შპს „კლასიკ სტროი“ ახორციელებს.
სტადიონის მთლიანი რეაბილიტაციის ხარჯები რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა ოთარ ფანოზიშვილმა მიმდინარე აღდგენითი სამუშაოები დღეს ადგილზე დაათვალიერა.
სრულად იხილეთ:https://www.facebook.com/pg/www.sagarejo.gov.ge/photos/?tab=album&album_id=1944159299011729