კოლეჯი "სპექტრის" პროგრამის "პროფესიული განათლება წარმატბისთვის"

10 აგვისტო, 2020

საგარეჯოში, კულტურის სახლის მცირე დარბაზში, საზოგადოებრივი კოლეჯი "სპექტრის" წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის მიზანი, კოლეჯი "სპექტრის" პროგრამის "პროფესიული განათლება წარმატბისთვის" ფარგლებში , რომელიც გულისხმობს ქვეყანაში პროფესიული განათლების სისტემის და კოლეჯი "სპექტრის" შესახებ ცნობადობის ზრდას და ამ მიმართულებით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაა.

საგარეჯოში საჯარო შეხვედრაზე კოლეჯმა კომპანია "ევრომასტერის" მილების ტელედიაგნოსტიკის მობილური ლაბორატორია (cctv ) წარადგინა. ცნობისთვის,

"სპექტრში" 16 ივლის კომპანია "ევრომასტერთან" გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში წყალარინება, წყალმომარაგების სასწავლო ლაბორატორია გაიხსნა.

გააზიარე