მანავის ციხესთან მისასვლელი გზის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

8 ივნისი, 2021

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე-ალექსი გილაშვილმა, მონიტორინგის მიზნით, მანავის ციხესთან მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოების დასკვნითი ეტაპი ადგილზე მოინახულა. შეგახსენებთ, რომ დასასრულს უახლოვდება საფეხმავლო ბილიკზე დამონტაჟებული ლითონის მოაჯირების სამღებრო სამუშაოები და გარე განათების მოწყობა.

პროექტი, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანია ინფრასტრუქტურის მოწყობა ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისთვის. სამუშაოებს კომპანია „დინ გრუპი“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 1260 000 ლარია, რომელიც როგორ ადგილობრივი, ბიუჯეტიდან ასევე საგრანტო თანხით არის დაფინანებული. 1 664 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთით 80 ამდე ოჯახი ისრგებლებს. გარდა ამისა, გაიზრდება ამ ადგილის ტურისტული პოტენციალი. ულამაზესი ლანდშაფტი იშლება მანავის ციხიდან. მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ვიზიტორს არ აძლევდა ამ მშვენიერების ნახვის საშუალებას.

ვიმედოვნებთ, რომ სამუშაოების დასრულების შემდგომ, მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ ტურისტულად სტრატეგიულ ადგილს უამრავი ვიზიტორი ეყოლება.

გააზიარე