მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

25 თებერვალი, 2021

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი-გიორგი ერბოწონაშვილი, საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე-ლელა მარიდაშვილთან და მერიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად სოფელ იორმუღანლოს, თულარის, ლამბალოს და დუზაგრამის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ბატონმა გიორგიმ დამსწრეებს 2021 წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია გააცნო და მოსახლეობის საჭიროებებიც მოისმინა. ადგილობრივებმა მუნიციპალიტეტის მერს მადლობა გადაუხადეს თულარი-კაზლარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისა და კაზლარის წყლის პროექტის განხორციელებისთვის.

მოსახლეობამ ერთხმად გადაწყვიტა პრიორიტეტები, რაც სოფლის ქუჩების დარჩენილ მონაკვეთებზე გარე განათებას, სანიაღვრე არხის მოწყობას, სასაფლაოს შემოღობვას და გზების მოხრეშვას მოიცავს.

გააზიარე