მზისგულისა და ჯიმითის მოსახლეობის საყურადღებოდ

5 დეკემბერი, 2017

დღეს მზისგულისა და ჯიმითის საპილოტო არეალებზე გამოცხადდა ახალი ბლოკები.

Gmail-ის ლინკით გაწვდით გადაწყვეტილებას და რუკებს.  

 

https://drive.google.com/drive/folders/1sv4x4vhJSNMIIReuLxLxVeLxmZb5jJ-r

 

სოფელ მზისგულის N 38, 50, 54, 56 სარეგისტრაციო ბლოკების საკადასტრო აღწერის შედეგები

2017 წლის 5 დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გიწვევთ სოფელ მზისგულის N 38, 50, 54, 56 სარეგისტრაციო ბლოკების საკადასტრო აღწერის შედეგების გასაცნობად. 

იმ შემთხვევაში, თუკი არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 15 დეკემბრის 18:00 ჩათვლით მოგვმართოთ შემდეგ მისამართებზე: 

  • სოფელი კაჭრეთი, საზოგადოებრივი ცენტრი
  • სოფელ ჯიმითის ადმინისტრაციული შენობა
  • იუსტიციის სახლის გურჯაანის ფილიალი: ქ.  გურჯაანი თამარ მეფის ქ. №14
  • საჯარო რეესტრის საგარეჯოს ფილიალი: ქ. საგარეჯო, ჯაფარიძის ქ. №2 

აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ აღწერის შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება. 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ პროექტის რეგიონულ ფასილიტატორს ან დარეკეთ ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405

გააზიარე