ნინოწმინდის ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა

30 ნოემბერი, 2017

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. ახლადგახსნილი ბაღი საგარეჯოს მუნციპალიტეტის მერმა გიორგი ერბოწონაშვილმა, მერის მოადგილემ პაატა ასრათაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ოთარ ჩალათაშვილმა, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსმა არჩილ ჯაბადარმა, ა.ა.ი.პ საგარეჯოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა დირექტორმა ელზა გილაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. აღსანიშნავია, რომ სოფელ ნინოწმინდის საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო და საჭირო ინვენტარით აღიჭურვა. დაწესებულებაში მოქმედებს ოთხი ჯგუფი, რომელთა მომსახურებით 70 აღსაზრდელი სარგებლობს, თუმცა ვარაუდობენ, რომ ახალგარემონტებულ საბავშვო ბაღი ბავშვთა რაოდენობა მოიმატებს. სააღმზრდელო დაწესებულების სრული რეაბილიტაციის ღირებულებამ, რომელიც საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება 227 580 ლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საბავშვო ბაღში 38 წლის განმავლობაში არანაირი ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ ჩატარებულა.

 

გააზიარე