პაატა ასრათაშვილმა საბავშვო ბაღები მოინახულა

26 ივნისი, 2018

25 ივნისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ პაატა ასრათაშვილმა, ა.ა.ი.პ. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა ელზა გილაშვილმა და ამავე გაერთიანების სპეციალისტმა ტექნიკურ საკითხებში ალექსანდრე დიღმელაშვილმა, საბავშვო ბაღები - აზებაიჯანულენოვანი სოფლების, მზისგულის, ბადიაურის და კაკაბეთის ორივე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება მოინახულეს. 
მერის მოადგილემ საბავშვო ბაღების შენობები დაათვალიერა და პედაგოგებს გაესაუბრა. ვიზიტის მიზანი სკოლამდელ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის ადგილზე გაცნობა და პრობლემების გადაჭრის გზებზე მსჯელობა იყო. 
მიღებული ინფორმაცია დაეხმარება მერიის ხელმძღვანელობას იმ პრიორიტეტების განსაზღვრაში, რომელთა მიხედვითაც ახლო პერიოდის მანძილზე დაიწყება არსებული პრობლემებისა და ხარვეზების მოგვარება. მსგავს შეხვედრებს პაატა ასრათაშვილი მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ სხვა ბაღებშიც გეგმავს.

გააზიარე