პაატა ასრათაშვილმა სამი საბავშვო ბაღი მოინახულა

3 ივლისი, 2018

 

დღეს, 3 ივლისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე პაატა ასრათაშვილი და ა.ა.ი.პ. „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების“ ხელმძღვანელი ელზა გილაშვილი მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებს ესტუმრნენ და ბაღების სამზარეულოებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. 
აღსანიშნავია, რომ მუნციპალიტეტის მერიისთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტად მიიჩნევს საკუჭნაოებისა და სამზარეულოების მოწესრიგებას - გიორგიწმინდის, ხაშმის, უჯარმის, წყაროსთავის, პატარძეულის N1 და N2, დიდი ჩაილურისა და დუზაგრამის სკოლამდელი აღზრდის დაწსებულებებში. აღნიშნულ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მიმდინარე წელს 38 ათასი ლარი დაიხარჯება.

გააზიარე