პატარძეულში სახალხო დღესასწაული "გოგლაობა" გაიმართა

16 ივნისი, 2018

დღეს, 16 ივნისს, 12:00 საათზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში საგარეჯოს კულტურის ობიექტების გაერთიანების ინიცატივით და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით სახალხო დღესასწაული "გოგლაობა" ჩატარდა. გაიმართა კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლების შესრულებით. საგარეჯოს სახალხო თეატრის მსახიობებმა გოგლას პერსონაჟები გააცოცხლეს. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით 2016 წელს ლიტერატურული კონკურსი „ნატვრის ხე“დაარსდა რომლის ფარგლებშიც სიგელი, წიგნი და ფულადი ჯილდო გამარჯვებულებს ლიზი ბუდაღაშვილს, ნუცა გაგნიაშვილს და ანუკი კერატიშვილს გადაეცათ. წიგნები და სიგელები ასევე კონკურსის სხვა მონაწილეებსაც გადაეცათ. ღონისძიებას გოგლა ლეონიძის ოჯახის წევრები, პოეტები, მწერლები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ერბოწონაშვილი, მოადგილეები ალექსი გილაშვილი და პაატა ასრათაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ჩალათაშვილი, საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი რომან მუჩიაშვილი, მერის წარმომადგენელი ქალაქ საგარეჯოში იოსებ მარხვაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

გააზიარე