საავტომობილო გზის თბილისი-ბაკურციხის მონაკვეთის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა

4 ნოემბერი, 2019

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის საზღვარი (ს5) საავტომობილო გზის თბილისი-ბაკურციხის მონაკვეთის პირველი ლოტის (თბილისი-საგარეჯოს აღმოსავლეთი ნაწილი (არსებული მაგისტრალისა და კაკაბეთის გზის კვეთა)) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: გზის მშენებლობა და ექსპლუატაცია დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: თბილსი-ბაკურციხის მონაკვეთის (თბილისი-საგარეჯოს აღმოსავლეთი ნაწილი) დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი: • 2019 წლის 11 ნოემბერი 11:00 საათი, გარდაბანის მუნიციპალიტეტი, სოფ. სართიჭალის კულტურის სახლის შენობა; •2019 წლის 11 ნოემბერი 15:00 საათი, საგარეჯოს ადმინისტრაციული ერთეულის შენობა; საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 2019 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, სამინისტროში წარმოადგინა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხელაგოდეხი-აზერბაიჯანის საზღვარი (ს5) საავტომობილო გზის თბილისიბაკურციხის მონაკვეთის პირველი ლოტის (თბილისი-საგარეჯოს აღმოსავლეთი ნაწილი (არსებული მაგისტრალისა და კაკაბეთის გზის კვეთა)) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის განცხადება. “გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. აღნიშნულ სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით გარდაბანის მუნიციპალიტეტის, სოფ. სართიჭალის კულტურის სახლში და ქ. საგარეჯოს ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში გაიმართება საჯარო განხილვა. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს არაუგვიანეს 2019 წლის 11 ნოემბრამდე. მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge

გააზიარე