საგარეჯოს დელეგაცია სტუმრად ლიტვაში

28 ნოემბერი, 2017

2017 წლის 22 ნოემბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ალექსი გილაშვილი, უფროსი სპეციალისტი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ნინო ქურხული და პროფესორი მარიამ მანჯგალაძე ოფიციალური ვიზიტით ლიტვას, შირვინტოსის მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ. ვიზიტი 27 ნოემბრამდე გაგრძელდა. 23 ნოემბერს დელეგაციის წევრები შირვინტუსის ქალაქის მერმა ჟივილე პინსკუვიენემ მიიღო. მათ გაცვალეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტების შესახებ, ისაუბრეს თანამშრომლობის პერსპექტივებზე და გამოკვეთეს სოციალური, კულტურული, ეკოსისტემის გასაუმჯობესებელი თუ სხვა პროექტები.
 ️იმავე დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის დელეგაცია ჟივილე პინსკუვიენემ და ვიცე მერმა ირენა ვასილიაუსკიენემ შირვიტოსის დაწყებით სკოლაში მიიწვია, ბავშვებმა არაერთი კითხვა დასვეს საქართველოსა და საგარეჯოს შესახებ, ისწავლეს რამდენიმე სიტყვა და გამოთქმა ქართულ ენაზე.
24 ნოემბერს დელეგაციის წევრები გაეცნენ სხვადასხვა სოციალურ და კულტურულ პროექტს, ესტუმრნენ ქალაქის ბიბლიოთეკას. 
 ️დელეგაციის წევრები მიწვეულები იყვნენ კულტურის სახლის 70 წლის იუბილეზე, ალექსი გილაშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა დარბაზს, ისაუბრა ქართულ - ლიტვური ურთიერთობის მნიშვნელობაზე, წარმატება უსურვა კულტურის მუშაკებს.
 ზოგადად, ოფიციალური ვიზიტის მიზანი იყო შირვინტოსისა საგარეჯოს მუნიციპალიტეტებს შორის გამოცდილების გაზიარება, დამეგობრება და უახლოეს მომავალში, თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.

 

 November 22, 2017 First Deputy Mayor of Sagarejo Municipality Aleksi Gilashvili, Senior Specialist in International Affairs Nino Kurkhuli and Professor Mariam Mandjgaladze with official visit visited Lithuania Širvintos Municipality. Visit lasted till November 27.
 On November 23 delegation members met city mayor of Širvintos city Živile Pinskuviene . They have exchanged the information about their municipalities, talked about future cooperation perspectives and identified social, cultural, ecosystem improvement projects and so on.
 On the same day, Širvintos mayor Mrs. Živile Pinskuviene and deputy mayor Mrs. Irena Vasiliauskienė invited Georgian delegation in Širvintos elementary school, kids asked many questions about Georgia and Sagaredjo and learnt few words in Georgian language.
 On November 24, delegation members learnt more about different social and cultural projects and visited city library.
 Delegation members were invited on the 70th anniversary of Culture house. Mr.Aleks Gilashvili greeted audience with the speech and talked about the importance of Georgian-Lithuanian relationship and wished success to people who work in culture field. 
 In general, goal of the visit was sharing experience between Sagaredjo and Širvintos municipality, twinning and the signing of cooperation memorandum in future.

გააზიარე