საგარეჯოს მერია კორონას პრევენციის ღონისძიბებს ატარებს

30 მარტი, 2020

     

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის კრიზისების მართვის მობილური ჯგუფის წევრები და "ქათული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის მოხალისეები, მუნიციპალიტეტის მერ - გიორგი ერბოწონაშვილთან და მაჟორიტარ დეპუტატ - რომან მუჩიაშვილთან ერთად, აზერბაიჯანულ სოფლებში მორიგ მონიტორინგზე იმყოფებოდნენ. თითოეულ მოსახლეს ბინაზე მიაკითხეს, კორონა ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ზომები ადგილზე გააცნეს და მათი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა გამოიკვლიეს (ყველა მათგანს ოჯახის ექიმის სატელეფონო ნომერი გადაეცა).
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა-გიორგი ერბოწონაშვილმა, მეგაფონის საშუალებით, მოსახლეობას აზერბაიჯანულ ენაზე მოუწოდა, რომ დარჩნენ სახლში და დაიცვან სოციალური დისტანცია!
ამ ეტაპზე, ვითარება სტაბილური და კონტროლირებადია.
#დარჩითსახლში
#მერიათქვენსსამსახურშია
#კორონამალეგაივლის

გააზიარე