საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში, მობილური ჯგუფები მოსახლეობის იმუნიზაციას ახორციელებენ

10 აგვისტო, 2021

სოფლად მცხოვრები მოსახლეობის COVID 19 - ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების მიზნით, მობილური ამცრელი ჯგუფები ჩავიდნენ და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში - ვერხვიანში, ყანდაურასა და თოხლიაურში მასობრივი ვაქცინაციის პროცედურა წარმატებით ჩატარდა. ვაქცინაციის ჩატარების სურვილი რამდენიმე ათეულმა ადგილობრივმა გამოთქვა.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ლევან ლილუაშვილი და საგარჯოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ალექსი გილაშვილი აღნიშნულ სოფლებში იმყოფებოდნენ და მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესს ადგილზე გაეცნენ.

გააზიარე