საგარეჯოში ფრენბურთის ჩემპიონატი საგარეჯოს N1 სკოლის გამარჯვებით დასრულდა

27 თებერვალი, 2018

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახლგაზრდულ საკითხთა სამსახურის ინიციატივით, საგარეჯოს N4 საჯარო სკოლაში  გაიმართა მუნიციპალიტეტის პირველობა ფრენბურთში ორგანიზაციებს შორის, სადაც მონაწილეობას შპს „ევროპა“, საგარეჯოს N1 საჯარო სკოლა, ბანკი კრისტალი, თიბისი და საქართველოს ბანკები იღებდნენ. ჩემპიონატში საგარეჯოს N1 საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა, რომელიც მანდატურებისგან და სკოლის პედაგოგებისგან შედგებოდა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია კვლავ გეგმავს მსგავს ღონისძიებებს, რათა ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მუნიციპალიტეტში.

 

 

გააზიარე