საგარეჯოში შიდა საფეხბურთო ტურნირი დაიწყო

27 ივნისი, 2018

26 ივნისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის ინიციატივით, ქალაქ საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე, დაიწყო
ყოველწლიური შეჯიბრი ფეხბურთში ადგილობრივ ორგანიზაცია-დაწესებულებებსშორის.
ტურნირის პირველი შეხვედრები გაიმართა მერიისა და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის გუნდს შორის (5-1), შპს „ევროპას“ მოყვარული ფეხბურთელები კი შპს „კრისტალს“ (8-0) დაუპირისპირდნენ. 
მათ გარდა, ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ: შპს „ტისკუპანის“, „საქართველოს ბანკისა“ და „ენერგო პროს“ გუნდები.
შეჯიბრი ორ კვირას გასტანს. გამარჯვებულს კი ჩემპიონის თასი და ფულადი ჯილდო გადაეცემა.
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის თასი“ ყოველწლიურად იმართება და ღონისძიების მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და სპორტის პოპულარიზაციის ხელშეწყობაა.


გააზიარე