სამუშაო ვიზიტი სოფელ პატარა ჩაილურში

21 ივნისი, 2018

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ალექსი გილაშვილი, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის სამსახურის უფროსი როსტომ ბაქრაძე, ამავე სამსახურის თანამშრომელი ვასილ აზარიაშვილი სამუშაო ვიზიტით სოფელ პატარა ჩაილურსაც ესტუმრნენ. მერის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელთან, ლევან როსტიაშვილთან ერთად ის უბნები დაათვალიერეს, სადაც აუცილებელია გზებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა.
როგორც შეხვედრისას ალექსი გილაშვილმა აღნიშნა, მერიის ხელმძღვანელობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს სანიაღვრე არხების მოწყობა და რეაბილიტაცია წარმოადგენს. ერთ-ერთი პირველი სოფელი იქნება პატარა ჩაილური, საიდანაც უახლოეს პერიოდში ინტენსიური მუშაობა დაიწყება ამ პრობლემის მოგვარებისთვის. 
ამასთან ერთად, მერიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს შპს „საგარეჯოს“ მიერ გაკეთებული გზები, რომლებიც მრავალი წლის მანძილზე საგრძნობლად იყო დაზიანებული. აღსანიშნავია, რომ პატარა ჩაილურში შპს „საგარეჯოს“ ბალანსზე არსებულმა სპეც.ტექნიკამ ერთი კვირის წინ დაასრულა მუშაობა. შეკეთდა წმინდა კოპალეს სახელობის ეკლესიისა და შიდა-საუბნო გზები, რომელთა საერთო სიგრძე 3 კილომეტრს აჭარბებს.

გააზიარე