შიბლიანის ადმინისტრაციულ ერთეულში შესრულებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა

3 სექტემბერი, 2021

მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შიბლიანის ადმინისტრაციულ ერთეულში შესრულებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა

 ადგილობრივ მცხოვრებლებს და დაინტერესებულ პირებს 30 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით შესაძლებლობა აქვთ აზომვითი სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, აზომილ ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებებს და საკადასტრო რუკებს საჯაროდ გაეცნონ.

 შიბლიანში (სარეგისტრაციო სექტორი 55.30) ერთთვიანი საჯარო გამოცხადების პერიოდში შემოსული განცხადებების საფუძველზე განხორციელდა მონაცემების განახლება. მონაცემები განახლდა ყველა მიწის ნაკვეთზე.

 ამჟამად, საკადასტრო აღწერის ახალი შედეგები მოქალაქეებისთვის გაცნობის მიზნით 30 აგვისტოს გამოქვეყნდა.

 შიბლიანის ადმინისტრაციულ ერთეულის N30 სარეგისტრაციო სექტორში მდებარე მიწის ნაკვეთების შესახებ მონაცემების გაცნობა შესაძლებელია 30 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (https://www.napr.gov.ge/publishing), საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.sagarejo.gov.ge), შიბლიანის ადმინისტრაციულ ერთეულში და საგარეჯოს მერის წარმომადგენლის ადმინისტრაციულ შენობაში.

 შიბლიანში ერთთვიანი საჯარო გამოქვეყნების მიმდინარეობისას ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო დასარეგისტრირებელი ნაკვეთების შესახებ ინფორმაციას გაცნობოდა და, საჭიროების შემთხვევაში, მონაცემების გადამოწმება მოეთხოვა. მონაცემების გადამოწმების საფუძველზე, კონკრეტულ/ყველა მიწის ნაკვეთზე განახლდა მონაცემები. ამჟამად, საკადასტრო აღწერის ახალი შედეგების გადამოწმების მიზნით, საჯაროდ გამოქვეყნება დამატებით 10 სამუშაო დღით გახანგრძლივდა, სარეგისტრაციოდ დამატებითი დოკუმენტაციისა თუ ინფორმაციისა და წერილობითი მოსაზრებების წარდგენის მიზნით.

 30 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით მონაცემების გაცნობა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.napr.gov.ge/publishing), საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.sagarejo.gov.ge), შიბლიანის ადმინისტრაციულ ერთეულში საგარეჯოს მერის წარმომადგენლის ადმინისტრაციულ შენობაში.

 იმ შემთხვევაში, თუ საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს არ ეთანხმებით, 2021 წლის 30 აგვისტოდან 9 სექტემბრის 16:00 საათის ჩათვლით, გთხოვთ მოგვმართოთ განცხადებით ადგილზე, ან მითითებული ბმულის საშუალებით ონლაინ განაცხადი შეავსოთ. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.

 დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405.

„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 ივნისის №1085 განკარგულებით განსაზღვრული სისტემური რეგისტრაციის პროექტს ახორციელებს.

 პროექტით განსაზღვრული სამუშაოები საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 2021 წლის 19 იანვარს დაიწყო.

 ამ დროისათვის აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები დასრულებულია აღნიშნული განკარგულებით შერჩეულ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში:

1. ნინოწმინდა

2. წყაროსთავი

3. გიორგიწმინდა

4. ქალაქი საგარეჯო

5. შიბლიანი

6. ყანდაურა

7. იორმუღანლო

8. ლამბალო

9. თულარი

10. დუზაგრამა

 მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, ნაკვეთის რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას (საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზების მომზადება, საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტაციის მოძიება-ანალიზი, ნაკვეთების რეგისტრაცია) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საკუთარი ინიციატივით და უფასოდ ახორციელებს.

 

გააზიარე