სიკეთი ისტორიების ციკლიდან-საგარეჯოს მერმა 4 წლის ნიკოლოზსს კომპიუტერი გადასცა

28 May, 2020

რამდენიმე დღის წინ შემოსულმა წერილმა, განსაკუთრებული ემოცია დაგვიტოვა...
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ქალბატონი, ოთხი წლის სმენადაქვეითებული შვილისთვის, რომელსაც კოხლეარული იმპლანტის ოპერაცია ჩაუტარდა დახმარებას ითხოვდა. ამჯერდ, მთავარ საჭიროებას პორტატული კომპიუტერი წარმოადგენდა, რომელიც ნიკოლოზის რეაბილიტაციისთვის აუცილებელი ნივთი იქნებოდა. ლოგოპედის ყოველდღიური ინსტრუქტაჟი და გაკვეთილები დისტანციურად უნდა წარმართულიყო, რადგან ოჯახს ტრანსპორტირების ხარჯები არ გააჩნდა... საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა-გიორგი ერბოწონაშვილმა შეტყობინების მიღებისთანავე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნიკოლოზს, რაც შეიძლება მალე ჰქონოდა საკუთარი კომპიუტერი.
არსებული გარემოების მიუხედავად, დროულად მოხდა კომპიუტერის შეძენა, პროგრამირება და ბ-ნი გიორგი ერბოწონაშვილი საჩუქრით, თავად ესტუმრა ნიკოლოზის ოჯახს, პირადად გაიცნო ბიჭუნა და მის მშობლებს სოციალური თანადგომა მომავალშიც აღუთქვა.
ნიკოლოზი -კი უკვე შეუდგა დისტანციურ საგაკვეთილო პროცესს, მალე ახალი ფრაზებს გააჟღერებს და უსაზღვროდ მზრუნველ დედიკოს გაახარებს... პირობა-კი შემდეგია, რომ უახლოეს მომავალში საგარეჯოს მერის ვიდეოზარს, თავად ნიკოლოზი უპასუხებს...
#სიკეთისისტორია2020
#აჩუქესიხარული
#საგარეჯოსმუნიციპალიტეტისმერია

გააზიარე