სოფ. ყანდაურის მიწების ტერიტორიაზე, გასაშენებელი ბაღის სარწყავი სისტემის მოწყობა-ექსპლუატაცის პროექტი

6 May, 2020

2020 წლის 28 აპრილს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარმოდგენილ იქნა რკ „იორლენდის“ მიერ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ყანდაურას მიწების ტერიტორიაზე, გასაშენებელი ბაღის სარწყავი სისტემის მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტის განახლებული სკრინინგის განცხადება. სკრინინგის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ბმული https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/25605) სკრინინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნების და მოსაზრებების წარდგენა შესაძლებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში 2020 წლის 11 მაისამდე. მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე : eia@mepa.gov.ge.

გააზიარე