სოფელ გომბორში წყლის რეზერვუარის მშენებლობა დასრულდა

15 ნოემბერი, 2020

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორში, 150 ტონიანი სასმელი წყლის რეზერვუარისა და ორი-ახალი წყალშემკრების მშენებლობა დასრულდა. ამ ეტაპზე, დამატებით, საქლორატორო ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს.

აღნიშნული რეზერვუარი, გომბორის მოსახლეობის 80%-ს სასმელი წყლით მოამარაგებს. პროექტის ღირებულება ჯამში 193 000 ლარს შეადგენს.

გააზიარე