სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები მიმდინარეობს

24 იანვარი, 2019

 

დღეს, 24 იანვარს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტების გამოსავლენად შეხვედრები გიორგიწმინდაში, თოხლიაურსა და მანავში გაიმართა.
 ადგილობრივ მოქალაქეებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები პირადად გაესაუბრნენ და "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" შესახებ პირადად ინფორმაცია მიაწოდეს.
 ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფლებისთვის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს და ერთობლივი მსჯელობის შედეგად ის პროექტები შეარჩიეს, რომლებიც მოსახლეობის საჭიროებებზე ყველაზე მეტადაა მორგებული.
 შეგახსენებთ, რომ პროგრამის მიზანი სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურის განვითარება და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოსახლეობის ჩართულობის გაძლიერებაა.
 შემდეგი შეხვედრები გაიმართება ხვალ, 25 იანვარს:
✔️11:00 სთ – სოფელი დიდი ჩაილური
✔️ 13:00 სთ – სოფელი კაკაბეთი 
✔️ 17:00 სთ – სოფელი პატარა ჩაილური

 

 

 

 

 

 

გააზიარე