სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება

20 February, 2022

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები 22 თებერვალს  იწყება!

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში,  საგარეჯოს მუნიციპალიტეტისთვის 668 000 ლარი არის გამოყოფილი.

22 თებერვალი:      

11:00 სთ -სოფელი კოჭბაანი (ადმინისტრაციული შენობის ეზო)

12:30 სთ- სოფელი გომბორი (ადმინისტრაციული შენობის ეზო)

14:00 სთ - სოფელი უჯარმა (წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია)

 23 თებერვალი:

11:00 სთ - სოფელი ხაშმი (ადმინისტრაციული შენობის ეზო)

12:30 სთ - სოფელი პატარძეული (ადმინისტრაციული შენობის ეზო)

14:00 სთ -  სოფელი ნინოწმინდა (ადმინისტრაციული შენობის ეზო)

15:00 სთ - სოფელი წყაროსთავი (ადმინისტრაციული შენობის ეზო)

24 თებერვალი:

11:00 სთ -  სოფელი სათაფლე (ადმინისტრაციული შენობის ეზო)

13:00 სთ - სოფელი უდაბნო (საზოგადოებრივი ცენტრის ეზო)

25 თებერვალი:

11:00 სთ სოფელი გიორგიწმინდა (ადმინისტრაციული შენობის ეზო)

12:30 სთ ქვემო სამგორი (დასახლების ცენტრი)

14:00 სთ სოფელი მარიამჯვარი და ანთოკი (სოფლების  ცენტრი)

28 თებერვალი:

11:00 სთ სოფელი თოხლიაური (ადმინისტრაციული შენობის ეზო)

12:30 სთ სოფელი მანავი (საჯარო სკოლასთან)

13:30 სთ სოფელი ზემო ბურდიანი (სოფლის ცენტრი)

1 მარტი:

11:00 სთ სოფელი დიდი ჩაილური (საჯარო სკოლის ეზოს მიმდებარე ტერიტორია)

12:30 სთ სოფელი პატარა ჩაილური (ადმინისტრაციული შენობის ეზო)

2 მარტი:

11:00 სთ   სოფელი კაკაბეთი (საჯარო სკოლასთან)

12:30 სთ სოფელი ვერხვიანი (ადმინისტრაციული შენობის ეზო)

14:00 სთ სოფელი ყანდაურა (ადმინისტრაციული შენობის ეზო)

4 მარტი:

11:00სთ სოფელი ბადიაური (ადმინისტრაციული შენობის ეზო)

12:30 სთ სოფელი შიბლიანი (ადმინისტრაციული შენობის ეზო)

14:00 სთ სოფელი მზისგული (ადმინისტრაციული შენობის ეზო)

7 მარტი:

11:00 სთ სოფელი დუზაგრამა (სოფლის ცენტრი)

12:30 სთ სოფელი თულარი (სოფლის ცენტრი)

14:00 სთ სოფელი ლამბალო (ადმინისტრაციული შენობის ეზო)

15:00 სთ სოფელი იორმუღანლო (საზოგადოებრივი ცენტრის ეზო)

    სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტებია:

  •  სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის, ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.);
  •  სარწყავი სისტემები;
  •  სანიაღვრე არხები;
  • ნაპირსამაგრი სამუშაოები
  • გზები და გზისპირა მოსაცდელები;
  • ხიდები, ცხაური, ხიდ-ბოგირები, გადასასვლელები.
  • გარე განათება.
  • სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
  • სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
  • ამბულატორიის შენობები;
  • სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა;
  • სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
  • სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით;
  •  წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
  •  მინი-ჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა. 

 

 

Share page