საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა გეგმიური მონიტორინგის ფარგლებში, ქალაქ საგარეჯოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა

4 July, 2022

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა პირველ მოადგილესთან - ემზარ კუჭუაშვილთან და ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის ხელმძღვანელ - ბექა ფეიქრიშვილთან ერთად გეგმიური მონიტორინგის ფარგლებში, ქალაქ საგარეჯოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების: თამარ მეფის ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოს კეთილმოწყობის და კახეთის ქუჩის (ყოფილი პურის საცხობი საწარმოს ტერიტორია) მოასფალტების წინა მოსამზადებელი სამუშაოები მოინახულა. ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა, მოსაზრებები მოისმინა და კონტრაქტორი კომპანიის სამუშაო ჯგუფს შესაბამისი რეკომენდაციები გააცნო.

 

Share page