ესპანეთის ქალაქ ჟირონაში, მორიგი ხელოვნებისა და კულტურის ფესტივალების EFA-ს სამიტზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის დელგაციის ვიზიტი

29 April, 2023

ესპანეთის ქალაქ ჟირონაში, მორიგი ხელოვნებისა და კულტურის ფესტივალების EFA-ს სამიტზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი, მოადგილესთან - გიორგი ლალიაშვილთან და ტურიზმის განვითარების, საგარეო ურთიერთობების და საერთაშორისო პროექტების განყოფილების ხელმძღვანელ- ქეთევან გრატიაშვილთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. წარმომადგენლობითი დელეგაცია საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან მიწვეული იქნა არსებულ სამიტზე, რათა საგარეჯო შეურთდეს ევროპის საფესტივალო ქალაქების პლატფორმას. არსებული ქსელი მუნიციპალიტეტს შესაძლებლობას მისცემს აღნიშნული მიმართულებით სხვადასხვა აქტივობის შესახებ საერთაშორისო ასპარეზზე გაავრცელოს ინფორმაცია, კულტურის და ტურიზმის კუთხით გააცნოს მსოფლიოს მუნიციპალიტეტი, მოიზიდოს სხვადასხვა სახის დაფინანსება/გრანტები და ითანამშრომლოს ევროპის საფესტივალო ქალაქებთან. EFA-ს ყოველწლიურ შეხვედრაზე ჟირონაში, ხელოვნების ფესტივალების სამიტზე 22-დან 27 აპრილის ჩათვლით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ქონდათ შეხვედროდნენ 200-მდე ფესტივალის შემქმნელებს მთელი მსოფლიოდან, მათ შორის, 40-მდე ევროპული (საფესტივალო) ქალაქის მერს, კატალონიაში. პროგრამა მოიცავდა პლენარულ სესიებს, ძირითად გამოსვლებს, სამუშაო შეხვედრებს, მცირე ჯგუფების მრგვალ მაგიდებს და სხვადასხვა კულტურულ და მხატვრულ აქტივობებს. აღნიშნული ღონისძიებები დელეგატების შთაგონებასა და ახალი ნარატივს, ასევე გამოცდილების გაზიარების საშუალება იყო, რომელიც მომავალში ფესტივალებს, ქალაქებს შორის ქსელის, თანამშრომლობისა და პროდუქციის შექმნას შეუწყობს ხელს. საგარეჯოს მუნიციპალიტეტმა წარმატებით მიიღო მონაწილეობა არსებულ სამიტში და ხელმოწერით შეუერთდა საფესტივალო ქალაქების პლატფორმას, რომელიც მომავალში მუნიციპალიტეტს დადებითად გამოადგება. შეგახსენებთ, რომ წლევანდელი ხელოვნების ფესტივალების სამიტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ეხებოდა სხვადასხვა ფესტივალის შემქმნელების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბიზნეს სექტორის ერთობლივ საუბრებს და დისკუსიას. წარმოდგენილი ორგანიზაციების მრავალფეროვნებამ, სახელოვნებო დისციპლინამ და გეოგრაფიულმა გავრცელებამ მწვერვალი მნიშვნელოვნად გაამდიდრა: 2023 წლის სამიტზე 227 რეგისტრირებულ დელეგატს შორის 105 სხვადასხვა ფესტივალის შემქმნელი იყო წარმოდგენილი. "მადლობა ყველა მონაწილეს, სამიტი ძალიან ნაყოფიერი და ინფორმაციული აღმოჩნდა და ქალაქების წარმომადგენლები შინ ბრუნდებიან ბევრი ახალი კონტაქტით, რომლებიც აუცილებელად გამოადგებათ სამომავლო ურთიერთობებისთვის. ასევე დაუვიწყარი სუვენირები, რაც ყოველთვის გაგვახსენებს ერთმანეთს. " - განაცხადა იან ბრიერსმა, EFA-ს პრეზიდენტმა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია კიდევ ერთხელ დიდი მადლობას უხდის ფესტივალი- EFA- ს პრეზიდენტს, ასევე, ფესტივალის წევრს - Festival Castell de Peralada შესანიშნავი მასპინძლობისთვის, გულთბილი დახვედრისათვის და ჩვენი მუნიციპალიტეტის კატალონიაში წარსადგენად შესანიშნავი შესაძლებლობისათვის.

Share page