მადლობა სამსახურისთვის!

26 ნოემბერი, 2022

მადლობა სამსახურისთვის!

ამ გზავნილის ქვეშ გაერთიანდა მადლიერების საღამო, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის ინიციატივით გაიმართა. ღონისძიება მიეძღვნა სამედიცინო დარგის წარმომადგენლებს: სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს, ჯანდაცვის, პოლიციის, დაცვის პოლიციის მოსამსახურეებს, დასუფთავების, დაცული ტერიტორიების, წარმომადგენლებსა და სამაშველო სამსახურს.

„ამ ლამაზ საღამოზე, რომელსაც მომღერალი ლაშა ღლონტი უძღვებოდა, ცნობილი რეპერტუარი შესრულდა და სტუმრებს დაუვიწყარი და დასამახსოვრებელი დღე ვაჩუქეთ. მინდა მადლიერება გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში ზრუნავს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებაზე, გარემოს დაცვაზე, მუნიციპალიტეტის სისუფთავეზე. ეს არის ფასდაუდებელი შრომა, მუდმივი სიფხიზლე, პასუხისმგებლობა და რაც მთავარია, საქმისადმი და მშობლიური მუნიციპალიტეტისადმი უდიდესი სიყვარული. მადლობა კიდევ ერთხელ და მრავალგზის, ქედს ვიხრი მათ წინაშე! მიხარია, თუ შევძელით და ბედნიერი წუთები ვაჩუქეთ.“-აღნიშნა ავთანდილ გულიკაშვილმა

 

გააზიარე