საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი, ოფიციალური ვიზიტით იტალიაში, ლეჩეს პროვინციაში იმყოფება

9 დეკემბერი, 2022

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი კახეთის სახელმწიფო რწმუნებულ, გიორგი ალადაშვილთან და პირველ მოადგილე, ემზარი კუჭუაშვილთან ერთად, იტალიის მხარის მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით იტალიაში, ლეჩეს პროვინციაში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ლეჩეს პროვინციის პრეზიდენტს, დოქტორ სტეფანო მინერვასთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს საგარეჯოსა და ლეჩეს შორის ერთობლივი პროექტების განხორციელების შესახებ და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზე შეთანხმდნენ, რაც გულისხმობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებას და კულტურის პოპულარიზაციას, ასევე ისაუბრეს მუნიციპალიტეტისთვის აქტუალურ საკითხებზე ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა -განხორციელებაზე.

მხარეებმა განიხილეს ქალაქ საგარეჯოს პოზიციონირება საერთაშორისო დონეზე, რაც ხელს შეუწყობს მდგრადი ტურიზმის განვითარებას და ახალგაზრდული აქტივის ჩართულობას კულტურული, არაფორმალური განათლებისა და ხელოვნების მიმართულებებით.

გააზიარე