საგარეჯოს მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება

25 აგვისტო, 2022

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება

ქ. საგარეჯოში, ნ. ჭანტურიას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო პროექტის ღირებულება 668 508 ლარს შეადგენს და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ფინანსდება. როგორც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ გულიკაშვილმა განაცხადა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ეტაპობრივად, განხორციელდება ცენტრალური და მეორეხარისხოვანი ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ისეთ, ლოკაციებზე, სადაც სასმელი წყლის უზრუნველყოფის მიზნით საკომუნიკაციო სისტემის მოწყობა მიმდინარეობს, სამუშაოების დასრულების შემდგომ განახლდება გზის საფარის მშენებლობა-მოწყობა.

 

გააზიარე