სტიქია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში

8 ივლისი, 2021

6 ივლისს,  ძლიერმა ქარიშხალმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა საუბნო და ცენტრალურ გზებზე ტანმაღალი ხეები წააქცია, რის შედეგადაც რამდენიმე ლოკაციაზე გზის სავალი ნაწილი ჩაიხერგა. დაზიანდა ელექტრო გადამცემი სადენები და ზოგიერთ სოფელში საცხოვრებელ სახლს გადახადა სახურავი.

სამუშაო ჯგუფები და შესაბამისი ტექნიკა გასულია სტიქიის ზონებში, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ბადიაური-ყანდაურის დამაკავშირებელ გზაზე, მანავსა და გიორგიწმინდაში მოძრაობა აღდგენილია.

ამ ეტაპზე რამდენიმე სოფელს არ მიწოდება ელექტრო ენერგია. ენერგოპროს საგარეჯოს სერვისცენტრის მობილური ჯგუფი გასულია დაზიანებიას ადგილზე და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

თითოეულ სოფელში, სადაც სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მოსახლეობას, მუნიციპალიტეტის მერიის ზარალის დამთვლელი კომისია, ხვალ დილიდან დაიწყებს სააღრიცხვო სამუშაოებს.

გააზიარე